logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: კიდევ ერთი ფურცელი საქართველოს ბედკრული ისტორიის...
- +

8 აგვისტო. 2018. 22:16

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„მრავალი წელია დამებედა სევდიანი ისტორიების წერა, ტრაგიკული ადამიანების ხვედრზე... და აი კიდევ ერთი ფურცელი საქართველოს ბედკრული ისტორიის... კვლავ განახლებული სადამსჯელო სამხედრო თავდასხმა საქართველოზე, რუსული იმპერიის მიერ გადაბუგული ქართული სოფლები შიდა ქართლში, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქ გორში, ავიაგამანადგურებლებით დამეხილი სენაკი, ვაზიანის სამხედრო ცენტრი, რამდენიმე დღეში სამშობლოს თავშეწირულ გმირებად მოვლენილი ახალგაზრდა პირტიტველა ბიჭები გვარდიელები, რეზერვისტები, სამედიცინო პერსონალი, ჟურნალისტთა კორპუსი და ყველაზე შემზარავი უძლური მშვიდობიანი მოსახლეობა დავრდომილი მოხუცები, ბავშვები..... საშინელი ვიდეო კადრები რაც მინახია ამ წლებში....იმაზე საუბარიც აფსურდულია კითხვის დასმა ვინ დაიწყო ომი, ეს იგივეა რაც მრავალი წელია კითხულობენ ეროვნული ხელისუფლების დამხობის დროს ვინ ისროლა პირველად რუსთაველზე?.... „აგვისტოს ომზე“ ძალიან ბევრია დასაწერიც და ფილმების სახით შესაქმნელიც, როგორც მე ხშირად ვწერ 90-იანი წლების მოვლენებზე, ღირსეულ მამულიშვილებზე, დაღუპულ ბიჭებზე, დავდიოდი ოჯახებში ვიწერდი ინტერვიუებს, ვაგროვებდი მასალებს, ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს... თ თითოეული ოჯახის ტრაგედია აღსანუსხია და ყურადღება მისაქცევი, ეს სჭირდება მომავალ თაობას და საქართველოს ისტორიას!

ნებისმიერი თავშეწირული ადამიანის ხსოვნა დაუვიწყარია! დიდება მათ უკვდავ სულებს!“ - წერს შონია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner