logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძე: ეს არის ყველაფრის საზომი იდეა, სხვა იდეას ეს ქვეყანა არ სცნობს!
- +

9 აგვისტო. 2018. 00:00

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ნებისმიერი ადამიანი ვინც კი გამოგვირჩევია და განგვიდიდებია, ყველა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა, დამპყრობელს და ოკუპანტს ებრძოდა. ეს არის ყველაფრის საზომი იდეა, სხვა იდეას ეს ქვეყანა არ სცნობს!..

 

10 წელი გავიდა ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმიდან, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. გიორგი ანწუხელიძის წამებით სიკვდილი იყო ერთგვარი სახე იმ სისასტიკის რაც რუსეთმა მოიმოქმედა საქართველოში. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დღესაც ოკუპირებულია.

 

რუსეთი მარტოა ამ პროცესში. მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ოკუპაციას.

 

ჩვენი პარტნიორები ხედავენ და აღიარებენ იმ ძალისხმევას, რასაც საქართველო ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

 

ეს ქვეყანა მთელი გააზრებული გამბედაობით, მშვიდობიანი გზით იბრძვის ქვეყნის გამთლიანებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენული უფლებებისთვის. ვიბრძვით ჩვენი არჩევანისთვის - ვიყოთ დემოკრატიული, განვითარებული, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დაცული სახელმწიფო და ამ ღირებულებების მქონე ცივილური ქვეყნების გვერდით იყოს ჩვენი ადგილი“, - წერს ნინო გოგუაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner