logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ასეთი იყო იმ მოღალატე რეჟიმის ნამდვილი სახე...
- +

9 აგვისტო. 2018. 18:00

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ვიდეოს ავრცელებს:

 

„ამ ვიდეოს, 2008 წელის ოქტომბერში, რადიო „უცნობის“ სამონტაჟოში ვაკოწიწებდით ღამრამობით - მე, ნათია ლაზაშვილი, ნაჯა ორაშვილი... (არ მახსოვს მონტაჟის რეჟისორის გვარი - ნაჯა დამეხმარე) - გაახმოვანა ბაჩო კვირტიამ.

 

აღმოჩნდა, რომ არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ, არ იცოდა - სულ რამდენი სოფელი დაატოვებინეს ჩვენს მოქალაქეებს - ოკუპანტებმა. არავის ჰქონდა ასეთი სია, ჩამონათვალი, ნუსხა...

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რუპორი მედია, დაბეჯითებით უყვებოდა ერს მთავრობის მდგრადობაზე, ომის მოგებაზე, ბრძოლის დეტალებსა და სამხედრო მარშრუტებზე... არავის, თავშიც კი არ მოსვლია აღენუსხა, თუ რამდენი სოფელი დაცარიელდა ქართველებისაგან - ღრუსების გამო...

 

ასეთი იყო იმ მოღალატე რეჟიმის ნამდვილი სახე. არავის არ აინტერესებდა, ჩვენი ქართული სოფლები და ათიათასობით გაუბედურებული მოქალაქე - იმიტომ, რომ არაფერი საპიარებელი ამაში არ იყო - ხალხისთვის სიმართლის თქმა კი, ღალატს ნიშნავდა!

 

ამიტომაც ვამონტაჟებდით ღამღამობით, ფრთხილად, რომ ეს ვიდეო მაინც შექმნილიყო იმ საინფორმაციო უკუნეთში...

#არაოკუპაციას

საქართველოს გაუმარჯოს - ერთიანს და თავისუფალს!“ - წერს კოკა ყანდიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner