logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ქართველმა გლეხებმა საკუთარი ეზო-კარი მიატოვეს და სხვა ქვეყანაში მოჯამაგირეობენ...
- +

13 აგვისტო. 2018. 22:16

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩაის ძირს უძახეს გახმა შენი ფესვიო და გახმა, რაც არა და, ამოძირკვა ქართველმა გლეხმა, ახლა თურქეთში სხვის პლანტაციაში მუშაობს თავწარგული, საკუთარი ეზო-კარი მიატოვეს და სხვა ქვეყანაში მოჯამაგირეობენ, სხვის სოროებში ჭინჭებზე წვანან საკუთარ შვილებს დანატრებულები. ამასობაში ბარდმა და ეკალმა დაფარა მისი და ბაღნარად აქცია - სხვისი! საკუთარ სამშობლოში გლეხობა აღარ უნდათ, სოფელში დამხმარეს ვერ იშოვნი ვერანაირი გასამრჯელოს ფასად...

ვინც ბაზარში გლეხს შეევაჭროს (გლეხს) და 20 კაპიკის დაკლება სთხოვოს, ჩემდა თავად, უნამუსო იყოს და ვინც საკუთარი ეზო -კარი გამოკეტოს და სხვისი აახმაუროს- ისიც!!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner