logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ისევ გაფარჩაკდა ელისო კილაძე და ასევე დაღუპა ის საცოდავი შვილმკვდარი მამები!..
- +

14 აგვისტო. 2018. 13:59

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სასაცილოც აღარაა ელისო კილაძის ბრალდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ერთი ჭკვიანი ჟურნალისტი არ აღმოჩნდა, რომ ამ ავყია ცრუპენტელა ქალისთვის კითხვა დაესვა, თუ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გერმანიის ფედერალური პოლიცია შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა, ჩვენ გვყოლია თუ გვყოლია სუს-ი, ბრავო მაშინ, რომ ფედერალური პოლიციის გაბითურება შეძლებია. ანუ რა გამოდის? ისევ გაფარჩაკდა ელიკო და ასევე დაღუპა ის საცოდავი შვილმკვდარი მამები, მაჩალიკაშვილი და სარალიძე. ამას როცა მიხვდებიან ის უბედურები, გვიან იქნება. რა მასალები მიგაქვს პროკურატურაშიო ჰკითხეს ცრუპენტელა ჟურნალისტს და ბილეთები და სასტუმროს ჯავშანიო. ავყირავდი, ხოდა ამაზე დაწყებულა თურმე მოკვლევა. უტიფარს პირში აფურთხებდნენ და რა თბილი წვიმა მოდიოსო, ელიკოზეა ნათქვამი“, - წერს ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner