logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: 1992 წლის 14 აგვისტო - სოხუმში მივდივართ, პირველი დღეა... პირველი კადრები...
- +

14 აგვისტო. 2018. 20:56

 

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„1992 წლის 14 აგვისტო - სოხუმში მივდივართ, პირველი დღეა... პირველი კადრები... გზაში დაგვიცხრილეს ეს ავტობუსი.... ყარყარაშვილის შტაბამდე ცოცხლებმა მივაღწიეთ.

2-3 დღეში არძიმბას რეზიდენციის აღება მოხდა. ქალაქში ბევრი სნაიპერი იყო, მათ შორის ქალებიც. მოძრაობა სახიფათო - კორპუსებიდან ისროდნენ.

გენერალი გია გულუა (ღმერთმა აცხონოს მისი სული) - სოხუმის კომენდანტად დაინიშნა....

21-22 აგვისტოს, პირველად გავედით ეთერში აფხაზეთის ტელევიზიით - ქართულ ენაზე, მაკა რაზმაძე და მე..... მოსახლეობას ვატყობინებდით, რა მდგომარეობა იყო, სად იყო ექიმი, საკვები, წყალი, ვინ გარდაიცვალა და რა იგეგმება. სახელდახელოდ გამართულ სტუდიაში ისევ ეს ტანსაცმელი მეცვა, რაც ამ ფოტოზე - სხვა უბრალოდ არ გვქონდა. ჩვენ სამონტაჟო სტალინის აგარაკზე მოვაწყვეთ - ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ნამდვილი თავდადებული ადამიანების დახმარებით. ეთერში გასვლა, მხოლოდ ანძიდან შეიძლებოდა, რამე თუ სეპარატისტებმა, სოხუმის დატოვების წინ, მთლიანად გაანადგურეს ტელევიზიის ტექნიკა. ანძამდე თითოეული ასვლა - სივდილთან პაემანი იყო. პირველ ხანებში, არც ერთხელ არ ავსულვართ ანძაზე ისე, რომ გზაში სროლა არ ყოფილიყო....

მარიამის დაბადება (ჩემი პირველი შვილის) ომში შევიტყვე....

მარიამი უკვე 25 წლისაა...

სოხუმში არასდროს ყოფილა - მაგრამ აუცილებლად ჩავა!!“ - წერს ყანდიაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner