logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე გრიგოლ ვაშაძეს: ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, მაგრამ პრეზიდენტი ვერასოდეს გახდები!
- +

16 აგვისტო. 2018. 22:51

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს:

 

„გრიგოლ ვაშაძე - გამარჯობა ბატონო გრიგოლ. არ გეგონოთ, რომ თქვენზე გული შემტკივა და იმიტომ გწერთ. არა, უბრალოდ ორი მიზეზია, რისთვისაც გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა.

 

პირველი არის ის, რომ ვერ ვიტან როცა ფრაერს სხვა ფრაერები На бабло разводят. ცხადია რომ მიHა იმ 10 პარტიისთვის, რომლებსაც ჯამში 8 წევრი ჰყავთ, ფულის გადამხდელი არ არის. არც ეგეთი სულელია. თქვენ მათ ვერანანაირად ვერ დააკმაყოფილებთ თუნდაც იმიტომ რომ ჯერ ერთი პრეზიდენტი ვერასოდეს ვერ გახდები (ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ), და მეორეც - მაგათ ხომ თანამდებობები კი არა, ნაღდი ფული უნდათ, რასაც ფიზიკურად ვერ დააკმაყოფილებთ (იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი განათლების კაცი ამდენს ხვდება).

 

მეორე მომენტია თქვენი მეუღლე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ. ჩემთვის ნამდვილად უსიამოვნოა იმის წარმოდგენა, 30 ოქტომბერს, როცა ყველაფერი გაირკვევა, თუ როგორ უყვირებენ მას ვინმე „ჩვენ თვითონა“ და ვინმე ხარატიშვილი - მაყუთი სადაა გოგო!

 

ჩემი თხოვნა იქნება რომ არ „იმეგობროთ“ ამ ფარმაზონებთან, საერთოდ შეეშვათ პოლიტიკას და მაკნატუნას ჩანაწერების ცქერით დატკბეთ.

 

თქვენი არც თუ მაინცადამაინც პატივისმცემელი (პრინციპში საერთოდ არ გცემთ პატივს) - გია გაბრიჭიძე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner