logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: გილოცავთ, ის არის მოქნილი და მუშაობს ყველაზე – ენჯეოზე, ჟურნალისტზე, ჭურნალისტზე!
- +

17 აგვისტო. 2018. 03:15

 

 

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გილოცავთ!

გამოვიდა სრულიად ახალი, თანამედროვე, ქართული წარმოების, ლიბერალურ ღირებულებებზე აწყობილი სდანდარტების ახალი სტანდარტი “ყველა ერთში” !

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან მხოლოდ “მწვანეზე” მუშაობს.

მას არ სჭირდება სინდისი, ნამუსი, ზნეობა და მორალი. ის არის მოქნილი და მუშაობს ყველაზე – ენჯეოზე, ჟურნალისტზე, ჭურნალისტზე, უფლება დამცველზე და ულება დამრღვევზე, მიდის პოლიტიკოსებზე და პოლიტიკანებზე.

 

მას შეუძლია გრიგოლ ვაშაძე შეაფასოს როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ის კრემლში დაიბადა. მას შეუძლია დაინახოს შენ თვალში ბეწვი, და ვერ დაინახოს სხვის თვალში დირე.

თუ ახლავე შეიძენთ, მას მოყვება საექსპერიმენტო გრანტი ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოდან”.

 

P.S. ნამდვილი “გრუზინები” ნუ გამოგვეხმაურებით“ , – წერს შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner