logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გაუგებარია რატომ ატყდა აჟიოტაჟი მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით?
- +

17 აგვისტო. 2018. 03:26

 

 

,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის კონტრტერორისტულ ცენტრში დაბარებას სოციალუირ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება:

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოსთვის პანკისის ხეობის დაკარგვა დაანონსა, შემდეგ ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების და მათი ოჯახების მიმართ მუქარა განახორციელა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მიტინგზე გამოსვლისას ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და ტერაქტის განხორცილება არ გამორიცხა 100 თანამებრძოლთან ერთად . ამის შესახებ მან განცხადებები გააკეთა სხვადასხვა დროს, რის დამადასტურებელ მასალებსაც ვურთავთ ამ პოსტს.

 

ამგვარი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ქმედებებს, ამიტომ გაუგებარია რატომ ატყდა აჟიოტაჟი მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც ტერაქტი უნდა ჩაიდიონოს რომ დაკითხვაზე დაიბარონ" , – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner