logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: „ნაცებო“ თქვენს უზნეობას არა აქვს საზღვარი!
- +

17 აგვისტო. 2018. 03:29

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას“ შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:

 

 

„ნაცებო“ თქვენს უზნეობას არა აქვს საზღვარი! მართლა თქვენი ნამდვილი სახეა - მეგი გოცირიძე!

 

საერთოდ იცით რა არის მეომრების ძმობა?! ძმობა, რომელიც სიკვდილის შიშსაც ამარცხებს ომში?!

 

ქვეყანაში, როდესაც თქვენი დაწყებული პოლიტიკის გამო 300 000 ირანელი მოქლაქეობის მძებნელადაა შემოსული,

 

როცა აჭარას ოსმალიზაციის საფრთხე უდგას,

 

როცა არაბებმა წალეკეს საქართველო,

 

როცა უცხოტომელები, ყოველდღე გამალებით ყიდულობენ ქართულ მიწებს,

 

როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%,

 

როცა სამშობლოდან, სიდუხჭირის გამო ემიგრაციაში, 2 მილიონი საქართველოს მოქალაქეა გადახვეწილი,

 

მე ვარ ქვეყნის მტერი და მოღალატე?!

 

რომელსაც უწმინდესის კურთხევით დაწყებული მაქვს, უკვე 3 წელია, პროექტი „გეორგია“?!

 

სწორედ ამ პროექტს შეუძლია, ისრაელის გამოცდილებით, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და ყველაფერს ცდილობდით და ცდილობთ, რომ ეს ვერ განხორციელდეს!

 

დაინახეთ, რომ ხალხმა იმედის თვალით შეხედა ამ საქმეს და მაშინვე თქვენი დორბლიანი ბელადის განკარგულებით ცოფიანი ძაღლებივით მომესიეთ!

 

გგონიათ მე თუ შემაჩერებთ, ამ პროექტსაც გააჩერებთ?!

არ გამოგივათ ქართველთ მოძულეებო! არა!

 

„ნაცებო“ მე დაგამთავრეთ თბილისში, მე დაგამთავრებთ საქართველოში!

„გეორგია“ ჩვენი პროექტია!“ - წერს შიხიაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner