logo_geo
eng_logo
გიორგი ფანჯავიძე: შეშინებული, საკუთარი ერის გენოციდში ბრალდებული პოლიტიკანი!
- +

24 აგვისტო. 2018. 01:50

 

მწერალი, პუბლიცისტი, სამართალმცოდნე, სამოქალაქო საზოგადოება „ტრანსფორმაციის ცენტრი"- ის ხელმძღვანელი, გიორგი ფანჯავიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთებულ შეფასებებს ავრცელებს:

 

„1. სოზარ სუბარი - „ნებისმიერი დამნაშავე, იქნება ეს ვინმელავასოღლი", თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე"

  1. მამუკა მდინარაძე - „მე მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო"
  2. ვიქტორ დოლიძე - „სააკაშვილი ჩემთვის თემა არ არის. ის ჩვენი ქვეყნის წარსულია".
  3. არჩილ თალაკვაძე - „სააკაშვილი წარსულია და მისი საკითხი პოლიტიკურად უინტერესოა"
  4. ირაკლი კობახიძე - „პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი აღარაა აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენი სამართლის ნორმების საქმეა".

6.კახა კალაძე- „სრული სერიოზულობით მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, პრეზიდენტ სააკაშვილს კვლევები ჩაუტარონ და მიხედონ".

  1. სალომე ზურაბიშვილი - „სააკაშვილი შეურაცხადი რომ იყო, ეს ვიცოდით და ამაში არაფერია ახალი"
  2. გედევან ფოფხაძე - „სააკაშვილის ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში და არა პოლიტიკაში. ის აქეთ-იქით კი არ უნდა ხტუნაობდეს, უნდა იჯდეს, სადაც ეკუთვნის ადგილი".
  3. ეკატერინე ბესელი - „მიხეილ სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება" „სააკაშვილის ამბები არც პოლიტიკაა, არც - სერიოზული ქმედება."
  4. წულუკიანი თეა - „რას დადის ეს კაცი, სახლში რომ დაჯდეს არ შეიძლება? სააკაშვილისთვის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა ღია იქნება, მაგრამ მანამდე, ქართული ციხის პატიმარი უნდა გახდეს".
  5. ვატო შაქარიშვილი: განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება და მას ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს."ის ყოველთვის მზად იყო და მზად არის, რომ პირადი ინტერესების ვიწრო პოლიტიკური თუ მერკანტილური ინტერესებისთვის ითანამშრომლოს, გაურიგდეს მტერს. ამის ძალიან მწარე მაგალითი ჩვენთვის 2008 წელს მომხდარი აგვისტოს ომი იყო."
  6. გიგა ბუკია- „სააკაშვილს ყურადღების მისაპყრობად კარგად შეუძლია დადგას შოუები"

13თამარ ჩუგოშვილი - „.. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, მაინც დავწერ. ყველა გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს, როგორმე თავიდან მოიშოროს".

  1. ბექა ოდიშარია - „სააკაშვილი ჩვენთვის თავის ტკივილი ვერ იქნება. იყო დრო ენმ- ურიცხავდა ფულს.

15.დავით მათიკაშვილი - „პირველ რიგში, სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ის არ არის მაღალი, ის არის გრძელი და სიგრძით ამაყობს ის, კაცმა უნდა იამაყოს მაღალი რეპუტაციით, ღირსებით, ქალებთან ღირსეული დამოკიდებულებით, რისგანაც მიხეილ სააკაშვილი იყო და არის დაცლილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 6 წლის წინ ჩამოგვაცილა ის სირცხვილი, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა"

დიდი სიამოვნებით დავესწრები თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მაინტერესებს როგორ სახეს იღებს შეშინებული, საკუთარი ერის გენოციდში ბრალდებული პოლიტიკანი"! - წერს ფანჯავიძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×