logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ეს უტიფარი და გოიმი ნიკა!
- +

25 აგვისტო. 2018. 23:24

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

 

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები საქმიანობენ ახლაც რუსეთში და იქ ცხოვრობენ. „რუსთავი 2“-ში ყველაზე მეტი რეკლამა (დაფინანსება) არის რუსული კომპანიების. გვარამია როდესაც იყო მთავრობაში, მას ჰყავდა კოლეგად ორი რუსეთის მოქალაქე (ბენდუქიძე, ვაშაძე). აგვისტოს ომიდან 2 თვეში გვარამიას კოლეგა ვაშაძე (ანუ მთავრობამ, ე.ი გვარამიამაც) რუსეთში გააგზავნა წერილი, რომლითაც დაუჩოქა რუსეთს და სთხოვა კონცერტები ჩაგვატარებინეო. გვარამია როდესაც იყო მთავრობაში, საქართველომ რუსეთს გადასცა ყველაზე მეტი ენერგო ობიექტი, რაც კი ოდესმე გასხვისებულა საქართველოს ისტორიაში. გვარამიას ჰყავდა უფროსი (სააკაშვილი), რომელიც იყო კგბ-ს კურსდამთავრებული და რომელიც იყო კგბ-ს გენერლის დასმული (მისივე ბიძა, ალასანია) და ყველაზე ბოლოს - სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის (ივანოვი) ჩამოსვლის შემდეგ.

 

და ამ ყველაფრის ფონზე, გვარამია საუბრობს ზურაბიშვილის აგენტობაზე და მის პრო-რუსულობაზე ხო?

 

ეს უტიფარი და გოიმი ნიკა!“, - წერს ლატარია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner