logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბატონო ჯამბულ, ზუსტად ახსენით ჩვენთან დამკვიდრებული უსამართლობის ანატომია!
- +

26 აგვისტო. 2018. 20:39

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ახლა ჯამბულ გამცემლიძემ თქვა „ობიექტივში“:

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში ერთი კაცი სულ სააკაშვილს უჭერს მხარს. ვეკითხები, რატომ ემხრობი მეთქი და მპასუხობს, მეშინიაო.

ახლა რიღასი გეშინია, ხელისუფლებაში აღარ არიან მეთქი.

მაინც მეშინიაო.

ვეუბნები: კაცო, რისი გეშინია, ცოლი გყავს, - ტყეში რომ დააბა, იმ ჯაჭვს მოიპარავენ და ხელს არ ახლებენ; ძროხა გვყავს, - არ იწველება; ძაღლი გვყავს, - არ იყეფება; ბოსელში ერთი ნაკელის მოსახვეტი ცოცხი გაქვს, რა უნდა წაგართვან, რისი გეშინია?!

მპასუხობს, - მაინც მეშინიაო.

მერე გავიგე, თურმე მისი შვილი იმ ძალადობებში იყო გარეული.

ესენი თანამზრახველები არიან და ასე ჰყავთ დაბმული ხალხი.

 

ასეა ნამდვილად!

ბატონო ჯამბულ, აბსოლუტურად ზუსტად ახსენით ჩვენთან ჯერ კიდევ დამკვიდრებული უსამართლობის ანატომია“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner