logo_geo
eng_logo
„სიტყვის თქმა მინდა და სიტყვას ვერ ვპოულობ... გვენატრები...“
- +

30 აგვისტო. 2018. 23:04

 

 

ლევან ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ირაკლი...

სიტყვის თქმა მინდა და სიტყვას ვერ ვპოულობ... ან როგორ უნდა ვიპოვო, რა უნდა ვთქვა... რამდენიმე თვეა, რაც მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მსგავსად, მიგვატოვე, ზეციურ სამყაროში გადაინაცვლე და დაგვტოვე ასე სახტადდარჩენილნი.

ყველას დაგვაკლდი... ყველას მოგვაკლდა შენი ხმის გაგონება, შენი ღიმილი.

ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ შევეგუეთ უშენობას... პირადად მე, რედაქციაში ყოფნისას, ასე მგონია, რომ აგერ ახლა, მომღიმარი სახით შემოაღებ კარს და, ჩვეულებისამებრ, მკითხავ - „ლევანჩიკ, როგორა გვაქვს საქმე?“

ხვალ, 30 აგვისტოს, შენი ამქვეყნიური დაბადების დღეა. შენი ახლობლები, მეგობრები მივალთ იმ ადგილას, რასაც საფლავს ვეძახით, თითო ჭიქას ავწევთ და ერთმანეთს გავუზიარებით უშენობას.

შეუცნობელ არს გზანი უფლისანი... შოთა ნიშნიანიძეს თუ დავესესხებით, ვინ იცის, „როცა შენ გარდაიცვალე, იქ დაიბადე მყისვე, შენი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ...“

მჯერა, რომ უკეთეს სამყაროში ხარ... უკეთეს, ვიდრე აქაური, ჯერ კიდევ პრიმიტიული, სიყალბით გაჯერებული სამყაროა. სწორედ შენნაირი კეთილი ადამიანები ადიან იქ, მაღლა, ცათა სასუფეველში.

გვენატრები...“ - წერს ლევან ზანგურაშვილი.

 

ჟურნალისტი და გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს" რედაქტორი ირაკლი თოდუა, 42 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner