logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე შალვა ნათელაშვილს: სასამრთლოში მიბრძანდები უზნეო კაცო!
- +

1 სექტემბერი. 2018. 01:11

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში, „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

„მივმართავ საქართველოს ყველა კინემატოგრაფისტს, უკლებლივ, კინოსტუდია „ქართულ ფილმს“, სიკო დოლიძის დაარსებულ კინოკავშირს! მივმართავ პრემიერ-მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს!!! ეს ქვეყანაა, თუ ნათელაშვილისნაირი ნაძირალას საპარპაშო?!

 

გაეცით პასუხი უზნეო შალვა ნათელაშვილს მამაჩემის ხსოვნის შეურაცყოფის გამო! 1937 წელს, კინემატოგრაფისტები იყვნენ ის ხალხი, რომელთაც არასდროს, არაფერი შეშლიათ! სიკო დოლიძე იყო უმწიკვლო ადამიანი!!! რა ზნედაცემული უნდა იყო, დიდ რეჟისორს რომ ეს დააბრალო! სასამართლოში მიბრძანდები, უზნეო კაცო!", - წერს ქეთი დოლიძე.

 

 

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა, გუშინ, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში განაცხადა: „სიკო დოლიძემ დაახვრეტინა ქართული ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი, მისმა ქალიშვილმა კი ჭამა ჩვენი ბიუჯეტი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner