logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: ორი წლის წინანდელი პოსტი შემახსენა…
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:24

 

 

„პირველი ადამიანი, ვისაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გავუზიარე, ჩემი ქალიშვილი, სესილი იყო. მასვე შევპირდი, რომ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას მას და მის თანატოლებს, ჩვენს მომავალ თაობას მივუძღვნიდი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მუხიანის მოსახლეობასთან გუშინდელ შეხვედრაზე ჩემთან ერთად სესილიც ისმენდა ჩვენს დიალოგს, იქ შეკრებილი ხალხის პრობლემებს, მათ სურვილებს, რჩევებსა და მხარდაჭერის გამომხატველ სიტყვებს. მან თავად გამოთქვა შეხვედრაზე ჩემს გვერდზე დგომის სურვილი და სიმართლე გითხრათ, მეც ბევრი არ მიფიქრია, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა იმ სიტყვასა და დაპირებაში, რასაც ჩემს ამომრჩეველს ვეუბნები და მზად ვარ იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც შვილის წინაშე წარმოთქმული თითოეული სიტყვა ნიშნავს“, – წერს ლევან კობერიძე 2016 წელს facebook-ზე.

 

 

 

აღნიშნული პოსტი დეპუტატმა წელსაც გაიზიარა და დაწერა:

 

„ორი წლის წინანდელი პოსტი შემახსენა facebook-მა – სესილის და მისი ყველა თანატოლებისთვის მიცემული ეს პირობა ჩემთვის ისევ ყველაზე მთავარი კრიტერიუმია საპარლამენტო ყოველდღიურ გადაწყვეტილებაში. ვალდებული ვართ თვისობრივად უკეთესი ქვეყანა გადავაბაროთ ჩვენს მომავალ თაობას და ისინი თავის მხრივ ზუსტად ვიცი უკეთესად შეძლებენ საქართველოს მოვლას”, - წერს ლევან კობერიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner