logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს მათ ამ შიდა მიგრაციას? „ნაცი“ სადაც არ უნდა წავიდეს ხომ მაინც „ნაცია“?!
- +

6 სექტემბერი. 2018. 22:39

 

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ატეხილ აჟიოტაჟს მოქმედი და ყოფილი „ნაცების“ პარტიულ მიგრაციასთან დაკავშირებით, მათივე განმარტებებით, შემდეგი რამ გაირკვა - თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმით არიან დღეს ბედნიერნი რომ (ათი თვის წინ) მათ „ევროპული საქართველოს“ გარკვეული წევრები შეუერთდნენ, ხოლო „ევროპული საქართველოს“ ლიდერები კი, ახლა იმით არიან კმაყოფილნი რომ მათთან (ერთ წელზე მეტი ხნის წინ) „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წევრები გადასულან...

ესენი ახლა ნორმალურები არიან?! დროში აცდენა და პარანოიაც ამას ჰქვია?! მიდით, მიდით, ისემც გაგიჟებულხართ რომ ერთმანეთი ფსიქიატრიულამდე მიგიცილებიათ!

P.S. ისე, რა მნიშვნელობა აქვს მათ ამ შიდა მიგრაციას? „ნაცი“ სადაც არ უნდა წავიდეს ხომ მაინც „ნაცია“?!“ - წერს ლილუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner