logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: სრული სიმართლეა - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...
- +

7 სექტემბერი. 2018. 00:12

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„სრული სიმართლეა... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...

რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰკითხა თვის სტუდენტებს,

-რატომ ხდება, რომ ადამიანები როცა კამათობენ ერთმანეთს უყვირიან?

-იმიტომ რომ ისინი სიმშვიდეს კარგავენ, თქვა ერთმა

-მაგრამ რატომა ყვირილი საჭირო როცა ის ადამიანი რომელსაც ეკამათები დგას შენთან ახლოს? იკითხა პროფესორმა

-არ შეიძლება რომ ხმადაბლა ვისაუბროთ, რა საჭიროა ყვირილი?

სტუდენტებმა პროფესორს მრავალი პასუხი შესთავაზეს, მაგრამ მას არცერთი არ მოეწონა, ამიტომ პროფესორმა ბოლოს ახსნა

დაიწყო

-როდესაც ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი გულები შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ ყვირილს რაც უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან ერთმანეთს.

- რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს და უთქმელად ესმით ერთმანეთის, ასეთი რამ მაშინ ხდება როცა გვერდით მოსიყვარულე ადამიანი გყავთ.

ასე, რომ როცა კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს დაშორების უფლება, არ თქვათ ისეთი რამ რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან მანძილის გაზრდას, გაუფრთხილდით ერთმანეთს, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ მანძილი თქვენს შორის ისე გაიზარდოს, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყოს...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner