logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: აი ამ დღის გამო ყველაფერს ვაპატიებ ჩემს ხელისუფლებას!
- +

13 სექტემბერი. 2018. 02:12

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი რომ მეკითხებიან 2018 წელია, რამდენი შეცდომა დაუშვა შენმა ხელისუფლებამ, რამდენი დანაპირები არ აასრულა, სამართლიანობაც კი არ აღადგინა და რატომ უჭერ მხარსო, ხანდახან ვჩუმდები, ხანდახან პასუხს ვცემ, ხანდახან მეც დავფიქრებულვარ და ბოლოს ერთი პასუხი მაქვს - 2012 წლის 1 ოქტომბერი, სასწაული განცდა, როცა ხარ სადღაც უცხო ქვეყანაში სტამბოლში, ისიც პირველად, თბილისში გყავს დატოვებული დედა, ინსულტიანი მამა, ერთადერთი შვილი, სადღაც სარდაფში უფულოდ, განსაცდელში და შენ ხარ მოწყვეტილი ქვეყანას, ციხის ცნობილი კადრების ეთერში გასვლის გამო, იცავ იმ ადამიანის ცოლს და მის არასრულწლოვან შვილებს საფრთხისგან, ვინც ეს კადრები საჯაროდ გამოიტანა, არ გაქვს ფული, არ იცი ხვალ რა გელის თუ არ გაიმარჯვე, ყველაზე კარგი მომავალი გლდანის ციხეა, არ გაქვს წვდომა სოციალურ ქსელთან, ჩადიხარ სასტუმროს მოსაცდელში და უყურებ დიდ ეკრანზე გადაცემას, სადაც თურქულ ენაზე გესმის მხოლოდ ერთი სიტყვა ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებენ ციფრებს და ყურები გიგუბდება არაფერი გესმის, იკეცები და ქართულად ყვირი: ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ და უცხო ენაზე გაოგნებული გიყურებს ხალხი, რომელიც ვერ ხვდება შენს მდგომარეობას. იმ წუთას როგორ მინდოდა ჩემს ქალაქში ყოფნა, სიხარულის გაზიარება, მესამე დღეს ბრუნდები საქართველოში და გიხარია ცოცხალი რომ ხარ! აი ამ დღის გამო ყველაფერს ვაპატიებ ჩემს ხელისუფლებას!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner