logo_geo
eng_logo
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: ეს ინიციატივა შეიცავს უამრავ რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე
- +

13 სექტემბერი. 2018. 02:32

 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სოციალური ქსელის მეშვეობით ხელისუფლებას მიმართავს:

 

„ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე ითვლება ვაზისა და ხორბლის სამშობლოდ. პური და ღვინო, რომლითაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა უდიდესი საიდუმლო, რაც გულისხმობს ევქარისტიულ კავშირს ღმერთთან. ასეთ ქვეყანაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა მარიხუანის კულტივაცია და მისი რეალიზება. ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეიცავს უამრავ რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე.

 

P.S. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე“, - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner