logo_geo
eng_logo
თინათინ ნიბლოშვილი: ქუჩის სახელებს ძალიან ფრთხილად ვარჩევთ, მინდა, ამ სახელებმა ისტორიას გაუძლოს
- +

13 სექტემბერი. 2018. 20:11

 

 

„ქუჩები მოგვითხრობენ ისტორიას... ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება ძალიან პატარა წვლილი შევიტანო თანამედროვე თბილისის ისტორიაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი თინათინ ნიბლოშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქუჩა ქალაქის სახეა, ქალაქური ფენომენია, რაც უფრო ძველია, უფრო მიმზიდველი და საინტერესო, ხშირად მისტიური, ქუჩებს თავისი ფერი და სუნიც აქვთ.

 

თბილისი ინახავს კოლორიტებს, გმირებს, სულ აცოცხლებს, უვლის, თაობებს უნახავს...

 

ქუჩის სახელებს ძალიან ფრთხილად ვარჩევთ, მინდა, ამ სახელებმა ისტორიას გაუძლოს და შეიყვაროს თბილისმა.

 

მიხარია, რომ ქალაქს შეემატება:

მარიამ ლორთქიფანიძის;

დაჩი უჯარმელის (მეფე დაჩის);

შმაგი სოფრომაძის;

ჯოვანი სკუდიერის;

დიმა ბათიაშვილის;

ოთარ რამიშვილის;

გიორგი მელიქიშვილის;

ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ქუჩები...“ - წერს ნიბლოშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner