logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: იმის მაგივრად, რომ როგორმე ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება შევამციროთ, მარიხუანას მოშენაბას ფიქრობთ?
- +

14 სექტემბერი. 2018. 23:36

 

 

„იმის მაგივრად, რომ როგორმე ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება შევამციროთ და აღვკვეთოთ ქვეყანაში, სადაც უკვე სავალალო მდგომარეობა გვაქვს, უამრავი ახალგაზრდა უკვე დაიღუპა და იღუპება, მარიხუანას მოშენაბას ფიქრობთ? ეს როგორ მოგივიდათ აზრად“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ ნარკოტიკმა და თუ ონკოლოგიურმა დაავადებებმა გაწყვიტა ერი, ყოველ მეორე ადამიანს სიმსივნე აქვს. იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემებზე ტეხდეთ განგაშს, თუ რაშია საქმე, რა იწვევს სიმსივნის ასე გახშირებას და გამოსავალს ეძებდეთ, ნარკოტიკების მოშენება გაყიდვაზე ფიქრობთ? ამას ერი არ დაუშვებს, ქუდზე კაცი გამოვალთ. სააკაშვილზე დიდ შეცდომას ნუ დაუშვებთ“, - წერს ია მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner