logo_geo
eng_logo
ინგა ბერიკაშვილი „რუსთავი 2“-ს: თქვენ ხართ ყველანაირად ზნედაცემული ტელევიზია!
- +

17 სექტემბერი. 2018. 03:38

 

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ანზორ ჩუბინიძეს ვერ გასვრით და ტყუილად წვალობთ, ის „იბერიის“ ოფოფი ქალი კიდე უნამუსოა, სახეზე აწერია, რაცაა!

 

ანზორ ჩუბინიძეს ათეული წლებია ვიცნობ და რაც მას არ ეხება, არასოდეს არ ერევა, მითუმეტეს, კანონსაწინააღმდეგო საქმეში არასოდეს ჩაერევა! ჩემს ცხოვრებაში ასეთი პატიოსანი ადამიანი არ მინახავს და რომ არ იმსახურებდეს, ამას  არც დავწერდი!

 

მის პიროვნებას მისი ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია ასახავს, ერთადერთია, ვინც ბიძინასთან მუშაობდა, ეხლა სახელმწიფო სამსახურშია და ქონება არ დაუგროვებია, რადგან მთელი ცხოვრება მხოლოდ ხელფასზე მუშაობს!

 

ჩემი დაცვა მას არ სჭირდება, მაგრამ სანამ ანზორ ჩუბინიძეს ახსენებთ ვინმე თქვენთაგანი, ქლორი გამოივლეთ მაგ ბინძურ პირის ღრუში, რომელიც ტყუილებისგან უკვე ისე ყარს, რომ წამლავს ხალხს!

 

მედია კი არა, სიცრუის ფუძემდებლები ხართ, იმედია, თქვენი დროც მოვა და ყველა ტყუილზე და სიბინძურეზე აგებთ პასუხს!

 

მარაზმატიკების კასტა ხართ, ჟურნალისტები კი არა!

 

„იბერიაში“ ისეთი ხალხია გაერთიანებული, ვინც ბიძინას მილიონები ჭამა „ინფო 9“-ში და მერე ხანძარი გააჩინეს, ვითომ დაიწვა ქონება!

 

და ბოლოს, ანზორ ჩუბინიძეს მაინც ვერ გასვრით, რაც რეალურად მოხდა, ის გააშუქეთ!“ - წერს ბერიკაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner