logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: დავამთავრე! აღარც სამართალი მინდა და აღარც რკინის ქალამნებით სირბილი!
- +

18 სექტემბერი. 2018. 15:44

 

 

 

„წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის წერილს აქვეყნებს:

 

„ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ამ გადაწყვეტილებაზე და 6 წლის მერე ვწერ. ვიცი, რომ მოხვდება თქვენთან ჩემი წერილი და იმის იმედიც მაქვს, რომ გულისყურით მოეკიდებით, მჯერა, რატომ, ესეც არ ვიცი, მაგრამ მჯერა! ამ 6 წლის მანძილზე ერთხელ არ ვყოფილვარ პესიმისტურად განწყობილი. იმაზე მეტ უსამართლობას ვუძლებდი, რასაც იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს, ვითმენდი, ზოგჯერ ხმამაღლა ვწერდი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ სწორ გზაზე იდგა ქვეყანა, ქვეყანა რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ჩემი ოჯახის ინტერესებზე არ გამიცვლია. არც ტელევიზია და არც მედია მქონია, რომ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ჩემი სოციალური გვერდიდან ვცდილობდი 6 წლის მანძილზე დამეცვა ყველა ის ადამიანი, ვისაც ტალხს ესროდნენ უსამართლოდ. არცერთი გაჭირვებული ადამიანის წერილი არ დამიტოვებია უყურადღებოდ, შემეძლო თუ არ შემეძლო ყველას ვეხმარებოდი სიტყვით, საქმით, რკინის ქალამნებიც ჩამიცვამს და ჩემი თავი შემიწირავს ხშირად სხვებისთვის! ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ ხელისუფლების სიკეთეები დამენახებინა ხალხისთვის. გაეგოთ, რომ გვყავს მთავრობა, რომელთაც ადამიანები უყვართ, მათი სიცოცხლე სულერთი არაა. ბევრჯერ დაუმსახურებელი ტალახი მიმიღია მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. ერთ ადამიანს სექტები, ჯგუფები, სხვადასხვა პარტიები მებრძოდნენ, ვუმკლავდებოდი როგორღაც. მაგრამ ახლა მძიმე დღეები დამიდგა, გამიჭირდა, როცა საკუთარ სამართალს ვერ ვპოულობ, სხვა როგორ დავაიმედო. ხან „ნაცების“, ხან „პატრიოტების“, ხან კიდევ „ოცნების“ ერთი ჯგუფის მიერ დაქირავებულმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ რა არ მაკადრა, ჩემს შვილს შეეხო, მერე ძმას, სულ ბოლოს ოჯახში ყველაზე პატარა 6 თვის ბავშვს, მისი ფოტოები აფრიალა და ათასი უბედურება აწერინა მის სექტას. მერჩოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მე ხელისუფლებას ვიცავდი და იმ პატიოსან ჩინოვნიკებს, ვისაც ტალხს ესროდა! ხან სუს-ის აგენტს მეძახდა, ხან ღარიბაშვილების ხელის გოგოს, ხან ბიძინას მონას, სრულ დისკრედიტაციას ახდენდა ჩემსას. უპასუხოდ არ დამიტოვებია. აი ბოლოს კი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და „იბერიას“ ეთერში ჩემი და მოქმედი პოლიციელი ქალის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა. გამომკითხეს, პატრული-პოლიცია ფეხზე დავაყენე, განცხადება შევიტანე და აი უკვე მესამე დღეა ველოდები პროკურატურის გადაწყვეტილებას. გამოძიებას არ იწყებენ, ვერ ბედავენ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას. თითს ერთმანეთისკენ იშვერენ, ზემოთ ყავს ელისოს პატრონიო. ჩუმად იმასაც ჩურჩულებენ ივანიშვილის დავალებას ასრულებს კილაძეო. არ მინდა ეს სიბინძურე დავიჯერო, არ მინდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს პროკურატურა, რომ ასე ვიფიქრო! მე არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც რაიონის პროკურორი გადაწყვეტილებას ვერ იღებს საქმის წარმოებაზე. არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ერთი ცილისმწამებელი ქალის ჭკუაზე დარბიან მაღალჩინოსნები. არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც დაუცველად ვგრძნობ თავს და ბოლოს მინდა ვიცოდე, ვინ მფარველობს ამ ქალს, რა იცის ასეთი ამ ჩინოვნიკებზე, რომ ყველა კეთროვანივით ერიდება! ქვეყანა უკვე კილაძეებს დაემსგავსა, ჯუნგლების კანონებზე გადადის! იქ, სადაც კანონი არ კანონობს, იქ, სადაც პატრულის უფროსს დედას აგინებენ და ხმას ვერ იღებს, თმენის ვალდებულების გამო, იქ, სადაც აქციაზე თავდახრილი მიდის წესრიგის დამცველი პოლიციელი და პაგონების აგლეჯვით ემუქრებიან, ეს არაა უკვე ქვეყანა! საით მივდივართ, სადაა ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს!

 

მე ვამთავრებ, უკვე აღარც სამართალი მინდა და აღარც რკინის ქალამნებით სირბილი. მინდა სიცოცხლე და მინდა სიმშვიდე. ცირკის არენას დაემსგავსა ეს პატარა საქართველო, შველა უნდა! მე იმედი დავკარგე, იმედი იმისა, რომ კანონი უზენაესია. იმ ქვეყნას, სადაც კანონი ყველასთვის ერთი არაა, მომავალი არ უწერია. ნახვამდის, თქვენ მუდამ იყავით ჩემი იმედი, იმედი კი ბოლოს კვდება! პატივისცემით, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner