logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ბერას და ნანუკას ვულოცავ გაბედნიერებას...
- +

19 სექტემბერი. 2018. 00:08

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის დანიშვნას ეხმაურება:

 

„ბერას და ნანუკას ვულოცავ გაბედნიერებას...

 

ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს, ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს!

 

მრავალჟამიერ..“ - წერს ჩრდილელი.

 

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი დაინიშნა. მისი რჩეული მოდელი ნანუკა გუდავაძეა. საკუთარი ნიშნობის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ბერამ დაპოსტა და ფოტოც გამოაქვეყნა.

 

ნანუკა გუდავაძის და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ხმები ბერას და ნანუკას სიყვარულის შესახებ, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ქართველი ბიზნესმენის ვაჟმა მაშინ ჭორები არც უარყო და არც დაადასტურა, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ამბავი გამართლდა.

 

სად შედგა წყვილის ნიშნობა და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუმცა აუცილებლად შევიტყობთ და თქვენც გაგაგებინებთ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner