logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილზე: მე ვარ მოწმე, რომ უყვარს ყნოსვა!
- +

19 სექტემბერი. 2018. 03:25

 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის გარდა ცხოვრებაში არანაირი ნარკოტიკი არ გაუსინჯავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ექს-პრეზიდენტის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მსახიობი თემურ გვალია ეხმაურება: „ეხ, მიშაჯან, შენ ზუსტად ისევე არ გაგისინჯავს ნარკოტიკი, როგორც მე არ გამისინჯავს… შეუძლოდ ვიყავიო. აფირისტ!“ – წერს მსახიობი.

 

გვალიას პოსტს რეჟისორი რობერტ სტურუაც გამოეხმაურა და კომენტარში დაწერა:

 

„მე ვარ მოწმე რომ ჩვენი ცრუპენტელა სოვდაგარს უყვარს ყნოსვა! ისიც ვიცი, მამით რომ ბაგრატიონია და დედით ბიზანტიის იმპერატორების შთამომავალი! მაგრამ, სააკა, რას ერჩი საქართველოს? ფული ხომ წაიღე?! ( ალბათ უკვე ბიძინაზე მდიდარი ხარ, მართალია, კაპიკი არ დაგიხარჯავს ხალხის საკელთილდღეოთ!)

 

ყველაფერში უნიჭო, პოლიტიკოსიც უნიჭო აღმოჩნდი, დაწყნარდი რა! და წადი ან სამხრეთში, ან ცოლეურში, ან დასავლეთში, ან მოსკოვში…

 

P.S. გვაინტერესებს, მოგცეს გენერლობა რუსებმა, საქართველო ნაკუწებათ რომ აქციე, თუ კვლავ პოლკოვნიკი ხარ

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner