logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: არცერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში - ეს არის აბსურდული ბრალდება!
- +

20 სექტემბერი. 2018. 14:13

 

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

 

„მეგობრებო, კოლეგებო,

 

არ ვარ საქართველოში, მაგრამ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებს დაბრუნებამდე ვერ დავტოვებ პასუხის გარეშე.

 

მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდია, ამიტომ საერთო სტატუსით ვეხმიანები საკითხს, რომ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს მივაწოდო ინფორმაცია.

 

  1. პირველ რიგში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება 2018-2019 წლებში არა რამდენიმე, არამედ სულ მცირე 30 უნივერსიტეტს და მხოლოდ დადებითი ნაბიჯი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის პროცესში.

 

  1. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს, ავტორიზაციის პროცესის რეფორმასთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული ხედვა, რომელიც არის უფრო მეტად თანამშრომლობით პრინციპზე დაფუძნებული და უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული. ამავე მოსაზრებას იზიარებს რექტორთა საბჭოს უმრავლესობა და სწორედ ამ ახალი ხედვის ხელშეწყობას ემსახურება კანონპროექტის ინიცირებაც.

 

  1. მიუხედავად იმისა, დღემდე წარმატებით გაიარეს თუ არა ავტორიზაცია, უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. დღეს რადგან სამინისტრო მზად არის ერთიანად შეფასდეს და გადაიხედოს ავტორიზაციის არსებული სისტემა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ განათლების უწყებას ამ პროცესში.

 

რამდენადაც საკითხს ფართო რეზონანსი მოჰყვა, 25 სექტემბერს ვგეგმავ სამუშაო შეხვედრას, სადაც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად.

 

რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაჟღერებულ პიროვნულ ინტერესებს - ეს არის აბსურდული ბრალდება. არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში!

 

აქვე ვამაყობ, რომ ჩვენ დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდნენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და როგორც ჩანს ჩემი ოპონენტები, ცდილობენ ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს.

 

კიდევ ერთხელ - 25 სექტემბერს შეხვედრაზე დეტალურად გავივლით ყველა საკითხს და შევაჯერებთ პოზიციებს“, - წერს მარიამ ჯაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner