logo_geo
eng_logo
ბუბა ხოტივარი: მიშას ლაქია ვაშაძის პრეზიდენტად მოთრევა გახდა კრემლის ერთადერთი ხავსი!
- +

25 სექტემბერი. 2018. 00:45

 

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხოტივარი აღნიშნავს, ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა არ შეიძლება.

 

„საკრიტიკო მეც მაქვს ბევრი, ვწერდი კიდევაც წინა მთავრობასა და პრეზიდენტზე ისე, როგორც არავინ – პირდაპირ ჯიბგირებსა და მევახშე გაიძვერებს ვარქმევდი ზოგიერთ მათგანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვიდეს პრეზიდენტად მათზე უარესი ტიპი.

 

ახლა, როცა ბრმამაც კი დაინახა, რომ ხელიდან ვეცლებით რუსეთს, როცა ძლივს აშშ-ს უმაღლესმა პირებმა აღიარეს ოკუპაცია და ულტიმატუმს უყენებენ რუსის ჯარს, გადით საქართველოდანო – ამ დროს МИД-ის ჩინოვნიკისა და მიშას ლაქია ვაშაძის პრეზიდენტად მოთრევა გახდა კრემლის ერთადერთი ხავსი, რომელსაც ხელებით ეჭიდება ეს მართლაც ნგრევადი რუსეთი, დოპინგების გარდა არაფერი რომ არ დარჩენია.

 

ამ ბოლო ამერიკულმა სანქციებმა კი შეიძლება ისეთი რყევები გამოიწვიოს თვით რუსეთში, რომელთა პროგნოზირება ძალიან ძნელი საქმეა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვაშაძის არჩევა, რომელიც არის ლავროვის რობოტი საკმაოდ დაბალი ჭკუითა და ფლიდის ინტელექტით“, – წერს ბუბა ხოტივარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner