logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილზე: ამ ადამიანთან ასოცირება „მაგრად მიტყდება”, ბოლომდე გააუპატიურა ყველაფერი!
- +

25 სექტემბერი. 2018. 03:41

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით პასუხობს:

 

„ყოველთვის როცა მეკითხებიან მიტყდება თუ არა ახლა, რომ ოდესღაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მივედი, ვპასუხობ რომ – არა, რადგან გულწრფელი გადაწყვეტილება იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.

 

აი, ამ ადამიანთან ასოცირება მიტყდება. თან მაგრად. მოახერხა და ბოლომდე გააუპატიურა ყველაფერი რისიც მჯეროდა, როდესაც მის პარტიაში მივედი.

 

ამ სტატუსს რაც შეეხება:

 

  1. არ “დამიგინებია”, შევაგინე მტყუანს. და ეგ შეგინება ძალაშია ამ სტატუსთან და მასში ნახსენებ 3 მილიონთან მიმართებაშიც.

 

  1. იდეური განსხვავებები შეუძლებელია გქონდეს ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია ერთი პრინციპიც კი და რომელიც ძალაუფლების გულისთვის მზად არის ყველაფერზე ხელი მოაწეროს, literrary ყველაფერზე.

 

  1. რისთვის წამოვედი და რა მინდოდა დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია – არსებობს გირჩი და მარტივად შედარებადია დღევანდელ ენმ-თან. საბოლოო გადაწყვეტილება წამოსვლაზე სწორედ ამ ადამიანთან ბოლო შეხვედრისას მივიღე, როდესაც მან მითხრა რომ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ აპირებს მიბაძოს ალიევს, ორბანს და ერდოღანს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ქართველების მართვა

 

  1. პავლე კუბლაშვილი არის ჩემი მეგობარი და ის პერიოდულად მართლა გვეხმარებოდა ფინანსების მოძიებაში. ერთადერთი პირობა რაც მქონდა მასთან და ნებისმიერთან ვინც ფინანსურად დაგვხმარებია იყო გირჩის სრული თავისუფლება. იგივე მაქვს საჯაროდ არაერთხელ ნათქვამი, მათ შორის ივანიშვილის მისამართითაც. ნებისმიერის ფულს ავიღებთ ვინც გარისკავს ჩვენში ფულის ჩადებას და პირობებს არ წაგვიყენებს. სამწუხაროდ ამის ერთი ადგილი ამ ქვეყანაში ძალიან ცოტას აქვს.

 

  1. “კარგად დაფინანსებას” რაც შეეხება – “გირჩს” აქვს ერთადერთი ოფისი თბილისში, არ აქვს პარტიული სტრუქტურები და ოფისები რეგიონებში, რომლებშიც ენმ, ისევე როგორც სხვა პარტიები, ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, არ აქვს სატელევიზიო და ქუჩის რეკლამა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, და გირჩის წევრების ნაწილს აქვს სხვა სამუშაოც, საიდანაც იღებენ შემოსავალს. ბოლო თვეების განმავლობაში ოფისის ქირას, რომელიც ჩვენი მთავარი ხარჯია, იხდის ვახო მეგრელიშვილი, ან ბიბლიური თავისუფლება (შემოწირულობებიდან). (ამ გაჭირვებასაც მალე დავამთავრებთ რომ საწუწუნო არ გვქონდეს)

 

ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ..

 

პ.ს. ჩემი “ფბ” – მეგობრებიდან ვინც ეს სტატუსი “დაალაიქეთ”, ანუ დაიჯერეთ, რომ მე 3 მილიონი დოლარი მაქვს აღებული, ყველას დაგემშვიდობეთ. გავმდიდრდი და აღარ “მევასება” თქვენი ყურება,” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

აქვე გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, რომელიც მის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

 

„ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი “ნაციონალური მოძრაობიდანო”.

 

კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი. თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ, რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ, სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა?! ამის ახსნა სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია – პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო, სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას,სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული “გირჩი” არ მოევლინა.

 

“იდეურ განსხვავებებს” ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ.ოღონდ, იცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე, სულ მალე, დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ”, – დაწერა სააკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner