logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: სალომე ზურაბიშვილის დევნა საქართველოს სირცხვილია!
- +

25 სექტემბერი. 2018. 12:52

 

 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება.

 

„სამარცხვინოა ის ცილისწამება და დევნა, რასაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს ადგილი.

 

შეიძლება მოგწონდეს, მხარს უჭერდე ამ ქალბატონს, ან არ უჭერდე, ან არ მოგწონდეს საპრეზიდენტოდ, მაგრამ ეს ნაკადი სიბინძურისა და ცილისწამებისა ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენია, თან ადამიანის მიმართ, რომელიც თავისი ბედით და ბიოგრაფიით განასახიერებს იმ ჩვენს დიასპორას, რომელმაც დევნილობაში შეინარჩუნა ქართული სული და გულში სამშობლო.

 

სალომეს დევნა საქართველოს სირცხვილია!" - წერს შოთა გლურჯიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner