logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ არ იშლება! სააკაშვილის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა!
- +

8 ოქტომბერი. 2018. 22:16

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ არ იშლება. ჩვენს ფრაქციაში გაერთიანება მე შევთავაზე დამოუკიდებელ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს. ჩვენ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია ჩვენი ოპოზიციური ფრაქციის არსებობა და ფუნქციონირება საქართველოს პარლამენტში. მითუმეტეს, რომ „საქართველოს პატრიოტების" ინიციატივით მიმდინარე ეტაპზე პარლამენტში იხილება იმ რეზოლუციის საკითხი, რომელიც სააკაშვილ- ბოკერიას მმართველობის სამართლებრივ- პოლიტიკურ შეფასებას ითვალისწინებს. სწორედ რეზოლუციის საკითხი იყო გადამწვეტი ფაქტორი დავით ჭიჭინაძისთვის, რომელიც ფრაქციას "საქართველოს პატრიოტები" შემოუერთდა. მე ვაფასებ დავით ჭიჭინაძის ამ გადაწყვეტილებას.

 

  1. ჩვენ არა ვართ ის გუნდი, რომელიც ნეგატიურად მოიხსენიებს მისი გუნდიდან წასულ ძველ თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებს. ქალბატონი ნატო ჩხეიძისადმი მხოლოდ კეთილი განწყობა და სურვილები მამოძრავებს. პოლიტიკა ცოცხალი პროცესია. არც თუ იშვიათად თანაგუნდელების გზები იყოფა, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი აუცილებელია ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება. კვლავ ვამბობ: წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ ნატოს! მისი სიკეთე და წარმატება ყოველთვის გამეხარდება.

 

  1. ჩვენი ფრაქციის დაშლის თემაზე მუდმივად საუბრობდა სააკაშვილი. წინასწარ ხარობდა, რომ ფრაქცია იშლება. სააკაშვილის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მოკლედ, გასაგებია, რომ "საქართველოს პატრიოტების" შესაძლო დაშლა სააკაშვილ- ბოკერიების სიხარულის მიზეზი იქნებოდა. მითუმეტეს, რეზოლუციის განხილვის პერიოდში... მაგრამ ფრაქცია განაგრძობს ფუნქციონირებას და ჭიჭინაძის გადაწყვეტილება ამ კონტექსტში განსაკუთრებულადაა დასაფასებელი“ - წერს ინაშვილი.
right_banner right_banner
არქივი
right_banner