logo_geo
eng_logo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია გვარამიას: რამდენგზის გაუწოდა დახმარების ხელი ზვიად გამსახურდიამ მამაშენს, ანზორ გვარამიას...
- +

8 ოქტომბერი. 2018. 23:25

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში მიმართავს.

 

„წერილი ნიკა გვარამიას! რამ გაგაბოროტა, ვინ დაგავალა 2018წ.10.03 „რუსთავი-2“ის საინფორმაციო გადაცემა, რომელიც ნოდარ მელაძესა და ეკა გაგუას მიყავდათ, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას სიცრუის, შეურაცხყოფის და სუიციდის ტირაჟირება მოუწყე ტელეეთერით. შენ კარგად იცი რა მოხდა 1993 წლის დეკემბერში სამეგრელოში, ნუთუ თავმოყვარეობაზე ისე უნდა აიღო ხელი, რომ ამ სიბინძურეზე წახვიდე. შენ დაიცავი ზვიადის მკვლელები და მაქსიმალურად შეეცადეთ შეურაცხყოფა მიგეყენებინათ როგორც ზვიადის, ასევე მისი ოჯახისთვის. ასეთი სიბინძურის გავრცელებას, რომ მწვანე შუქი აუნთო ძალიან ბოროტი, დაუნახავი და კარიერისტი უნდა იყო. ვისგანაც დავალების შესრულებაში ,,გასამრჯელოს,, ელოდები ის გაგწირავს, თუ უკვე არ გაგწირა, ამ გადაცემაზე თანხმობის მიცემით.

 

ერთს შეგახსენებ, შენ თუ აფხაზეთის ჩაბარება გახსოვს, არც ის დაგავიწყდება თუ რამდენგზის გაუწოდა დახმარების ხელი ზვიად გამსახურდიამ მამაშენს, ანზორ გვარამიას. შენ არ იფიქრო, რომ მე იმის საზღაურს ვითხოვ, თუ ჟურნალისტობასა და კაცობაზე თავს დებ, პირველ რიგში მართალი უნდა იყო, იმ ადამიანთან, რომელსაც ცხოვრებაში არ დაუმსახურებია უშიშროების ჯაშუშების, მკვლელების, მძარცველების, არაკაცების ტელეეთერში გამოყვანით, ზვიად გამსახურდიას გასამართლებისა და შეურაცხყოფის მიყენების ინტერესით. სირცხვილით უნდა იწვოდეს ყველა, ვინც ამ სიბინძურეს დათანხმდა.( თუ სირცხვილის გრძნობა შერჩენილი აქვთ). 2018 წლის 10 მარტი ,,თქვენი ,, ტელევიზიის დახურვის დღედ გამოცხადდა, აბა შენ იცი, გააგრძელე ზვიადთან ომი და ცილისწამება, სანამ უფსკრულში არ გადაიჩეხები, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანე“,- წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner