logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: კაცმა რომელმაც 20 000 თურქს მისცა მოქალაქეობა, იძახის აჭარა საქართველოს დავუბრუნეო!
- +

9 ოქტომბერი. 2018. 01:57

 

 

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება:

 

„კაცმა რომელმაც 20 000 თურქს მისცა მოქალაქეობა და აჭარის უძვირფასესი მიწები თურქებს მისცა იძახის აჭარა საქართველოს დავუბრუნეო. სააკაშვილმა აჭარა კი არ დაუბრუნა საქართველოს, არამედ გადასცა თურქებს და ამის გამო დადგება დრო კანონის სიმკაცრით გასამართლდება. ასლანის დროს აჭარა იყო ქართული, მას შემდეკ კი აჭარა გახდა თურქული და ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა... რაფალიანცის საქმე რატომ არ გამოიძიაო ოცნებამო თქვა დღეს ნაცების ქინძად წოდებულმა სააკაშვილმა და ეტყობა ჰგონია ყველას ამნეზია დაგვემართა. რაფალიანცის მკვლელობის დროს სააკაშვილის შსს მინისტრი ეკა ზღულაძე გახლდათ რომელსაც საკმაო დრო ჰქონდა საქმე ცხელ კვალზე გამოეძიებინა, მაგრამ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შემთხვევის ადგილზე ყველა მტკიცებულება გაანადგურეს რათა შემდგომში ამ საქმეს ნათელი მოჰფენოდა. დღეს კი თავის გაფუჭებული ცდილობს სხვას გადააბრალოს“, - წერს მჟავანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner