logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა სააკაშვილს: ისტორიას გაუთავებელ „მე, მე, მე-ს“ შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური დეგრადაციის
- +

9 ოქტომბერი. 2018. 16:00

 

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელის მეშვებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

 

„ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და NATO-ს მიმართ სკეფსისს აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით.

 

დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც - დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ „მე, მე, მე, მე“-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“, - მიმართავს უგულავა სააკაშვილს.

 

გიგი უგულავა ამით მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას „ევროპული საქართველოსთვის“ ხეზე ასვლა არ უსწავლებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner