logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს: რა ჯანდაბა ფულს გიხდიან ასეთს, რომ ყველა უმსგავსობას ამართლებთ!
- +

10 ოქტომბერი. 2018. 03:18

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ნიკა გვარამიას facebook-პოსტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.

 

„არასამთავრობოა ერთი, ყმაწვილმა ბრძანა, გვარამიას უფლება აქვს აზრი გამოთქვასო! ეი, თქვენ, „ევროპული ღირებულებების“ ყალბო დამცველებო! გინება, წყევლა, დაუფარავი მუქარა, როდის აქეთ გახდა „ევროპული ღირებულება“ და რომელ ქვეყანაში?! და კიდევ გიკვირთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა უმსგავსობის „გამპრავებლად“ გვევლინებით!

 

რა ჯანდაბა ფულს გიხდიან ასეთს, რომ ყველა უმსგავსობას ამართლებთ და აშინებთ და ემუქრებით ამ ქვეყანას ევროპასთან დაბეზღებით?! ვისაც თქვენი ეშინია და ანგარიშს გიწევთ, ისაა მოსაკლავი!”– წერს ქეთი დოლიძე.

 

შეგახსენებთ ნიკა გვარამიამ facebook-ში დაწერა, რომ მათ უნდა შეავიწროვონ ის ადამიანები, ვინც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები არიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner