logo_geo
eng_logo
„ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში, სადაც ნამდვილი თბილისელების შვილები სწავლობენ“ - ჰოდა, იჯდეს მთელ „თფილისთან“ ერთად!..
- +

12 ოქტომბერი. 2018. 00:17

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი შვილი სწავლობს სკოლაში, სადაც ნამდვილი თბილისელების შვილები სწავლობენ. ამ საკითხზე გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა „სთორი”-ში სტუმრობისას განაცხადა.

 

„ჩემი შვილი შესანიშნავ სკოლაში სწავლობს, ფანტასტიური სკოლაა, სადაც არავის არ ახდევინებენ 30 ათასს და არ ატყუებენ, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც განსაკუთრებულს იღებს ბავშვი, ეს არის სკოლა, სადაც ნამდვილი თბილისელების შვილები სწავლობენ”– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ამას „თფილისის“ პრეზიდენტობა უნდა? ჰოდა, იჯდეს მთელ „თფილისთან“ ერთად კაფეში და წრუპოს კოფე.... ხარისხიანი ღრუზინი ესა“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner