logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: არ შეიძლება დავემსგავსოთ ნიკა გვარამიას, რომელიც მზადაა ქალს ხელი დაარტყას!
- +

12 ოქტომბერი. 2018. 00:57

 

 

უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რ2“-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს მინდა გამოვეხმაურო.

 

ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური არის მიუღებელი. ჟურნალისტებზე თავდასხმა უნდა დავგმოთ, მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების. ჩვენ არ შეიძლება დავემსგავსოთ ნიკა გვარამიას, რომელიც მზადაა ქალს ხელი დაარტყას იმიტომ, რომ მისი აზრი არ მოეწონა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს შეავიწროვონ და იძალადონ ქალზე.

 

სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ამ ვანდალურ ფაქტზე და მე მიხარია, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ ფაქტებზე არის შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედია-საშუალებას წარმოადგენს ჟურნალისტი”, – წერს სოფო კილაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner