logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ეს კაცი არის საშიში ადამიანი, არამარტო პანკისის ხეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის...
- +

11 ოქტომბერი. 2018. 22:52

 

 

„ეს კაცი არის საშიში ადამიანი, არამარტო პანკისის ხეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი მალხაზ მაჩალიკაშვილზე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ წინასაარჩევნოდ, ამ ნაძირალას და მის თანამზრახველ ნაციონალებს დესტაბილიზაცია და არეულობა სურთ ქვეყანაში და იმედია, ხელისუფლება ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება... თუმცა, უახლოეს პერიოდში, ამ ადამიანს მუქარის თითოეულ სიტყვაზე პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოეთხოვოს...

 

ვინ უნდა ამოწყვიტო, შე ახვარო, დამპალო ტერორისტო და ჩამპალო მხედრიონელო? ქართველებს გვემუქრები ბავშვების ამოწყვეტით? არ მინდა, იმ საცოდავ ბავშვს შევეხო, იმ უბედურს ისიც ეყოფა, თქვენნაირი ბინძური და ბოროტი მამა რომ ჰყავს... აბა ასეთი ბოროტი მამა, ამ კაცის მენტალობის ადამიანი, შვილს რა სასიკეთო იდეებს შთააგონებდა??? როცა კაცი, მამა, სხვისი შვილების ამოწყვეტით იმუქრება ამ ჩვენს თბილ და ბედნიერ ქვეყანაში, რომელ მის დანდობასა და სიბრალულზეა ლაპარაკი? ზოგადად, სულით ტერორისტს, ვერაფერი ვერ შველის, გარდა ერთისა... და ყველა მათგანი, საბოლოოდ, მხოლოდ იმ „ერთით“ ამთავრებს სიცოცხლეს.... ამ ადამიანს, ამ უსაზიზღრეს არსებას, ყველა სიტყვაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი...

 

ისე, მაგრად მაინტერესებს, ამ ადამიანის მუქარას რატომ პანკისისხეობელები არ აპროტესტებენ? მითუმეტეს, ვიცით, რომ იქ ძალიან თბილი და წესიერი ადამიანები ცხოვრობენ... არა მგონია, მათ ამ ადამიანის საქციელი მოიწონონ ან გაამართლონ... საინტერესოა, რა პოზიცია აქვთ პანკისისხეობელებს?... პირადად მე, აუცილებლად გავარკვევ მათ პოზიციას და ჩემი ფეხით ჩავალ ხეობაში!..“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

http://exclusivenews.ge/post/112157

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner