logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ამიტომ მიკვირს იმ ადამიანების, ვინც „ნაცებს“ კიდევ ხმას აძლევს და ეიმედება
- +

12 ოქტომბერი. 2018. 13:44

 

„დღეს ეს 8 წლის წინანდელი პოსტი შემახსენა ფბ-მა. ამიტომაც მიკვირს იმ ადამიანების, ვინც „ნაცებს“ კიდევ ხმას აძლევს და ეიმედება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აზიარებს:

 

„ახლა შევიტყვე ჩემი სამაჩაბლოელი ახლობლის ტრაგედია – 2010 წელს, „მოდელირებული ქრონიკის“ ყურებისას 20 წლის გოგო შოკში ჩავარდნილა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოსულა... ერთხელ უკვე ომგამოვლილს, ცეცხლმოკიდებული ავნევიდან თავდაღწეულს ვეღარ გადაუტანია.... „ნაცების“ დათესილი უბედურების შედეგს ახლაც ბევრი ოჯახი იმკის, ნუღა ითხოვს უტიფართა პარტია სხვა ახსნა-განმარტებებს – ჩვენ დაგვასახიჩრეს!

 

და ახლა უფრო ის მიკვირს, ამ მოდელირების შემქმნელები ისევ ფავორში რომ არიან და „ნაცების“ გამონაცვალი საცვლები „ოცნების“ ოფისებზე ბაირაღებივით რომ ფრიალებენ!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner