logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ნესტიანი ასანთის ღერივით, აალების გარეშე გაიხრჩოლებს დღევანდელი „სენსაცია“...
- +

15 ოქტომბერი. 2018. 11:41

„PosTV“-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა ციხის კადრებმა უტყუარად დაადასტურეს ის, რაც მანამდეც ზედმიწევნით კარგად ვიცოდით - პატიმართა მასობრივი წამება რეჟიმის ბანალური ყოველდღიურობა იყო, ამიტომ ააფეთქა იმ კადრებმა ქვეყანა. ნესტიანი ასანთის ღერივით, აალების გარეშე გაიხრჩოლებს დღევანდელი „სენსაცია“, რადგან უკლებლივ ყველამ ვიცით, რამდენად აცდენილია რეალობას დღეს გამოქვეყნებული ბჟუტური. „ადიბასი“ არ მუშაობს!“ - წერს ნაცვლიშვილი.

 

„რუსთავი 2“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner