logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: გვარამიას უზრდელურმა ისტერიკამ ნათლად გამოაჩინა, რა მიზანი აქვს „ნაცსექტას“...
- +

15 ოქტომბერი. 2018. 22:11

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გვარამიას უზრდელურმა ისტერიკამ ნათლად გამოაჩინა, რა მიზანი აქვს „ნაცსექტას“:

 

მათ სურთ ტემპერატურის მაქსიმალურად აწევა 28 ოქტომბრამდე და როცა იქ აღმოჩნდებიან, სადაც გვარამია თავს კომფორტულად გრძნობს, უკვე 29 ოქტომბრიდან შეეცდებიან დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

 

ეს კარგად იცის ხელისუფლებამ და იმედი მაქვს, სიმშვიდით და გონიერებით უპასუხებენ „ნაცსექტის“ გამოხდომებს.

 

ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ 28 ოქტომბრამდე და პროვოკაციების თავიდან აცილებით უნდა მოვახერხოთ სტაბილურობის შენარჩუნება.

 

აპრიორი: მართლმსაჯულების სისტემა აუცილებლად უნდა გახდეს მიუკერძოებელი და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner