logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მერე იტყვიან, ფაშისტები რატომ გვიწოდა კობახიძემო!
- +

16 ოქტომბერი. 2018. 23:44

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

 

„მერე იტყვიან, ფაშისტები რატომ გვიწოდა კობახიძემო!!!

 

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის უმცროსი ვაჟი, ბესო ხარძიანი მამის მკვლელობის შესახებ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ამ საქმეს არ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაცვა“, - წერს ლატარია და ხარძიანის სტატუსს აქვეყნებს.

 

„ბესო ხარძიანის საქმეს და სიმართლეს არ სჭირდება არავის დაცვა, მითუმეტეს იმ პოლიტიკური გუნდის, რომლებმაც თავის დროზე პირში ჩააყარეს წამალი და შემდეგ 8 წელი მიუსაჯეს უსამართლოდ.

 

სამწუხარო და გამაღიზიანებელია, როდესაც “ხარძიანის საქმეს” იყენებენ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის, რომელიც მათ აღარ ექნებათ ამ ქვეყანაში და არც არავის, ვინც გამწარებული ოჯახების საქმეებს გამოიყენებს მსგავსი ნიშნით, რაც დღეს გრიგოლ ვაშაძემ იკადრა წინასაარჩევნოდ ქუთაისში!”– წერს ბესო ხარძიანი facebook-ში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner