logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: 17 ოქტომბერი - მამაჩემის დაბადების დღე... 78 წლის გახდებოდა...
- +

17 ოქტომბერი. 2018. 13:34

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დგება 17 ოქტომბერი, მამაჩემის დაბადების დღე. 78 წლის გახდებოდა...

 

როგორც ყოველთვის, იგივე „გაუგებრობა“ უკვე დაიწყო - მილოცავენ ჩემს დაბადების დღეს. მადლობის მეტი რა მეთქმის?! მითუმეტეს, რომ ამ „გაუგებრობას“, საკუთარი თავის გარდა, ვერავის დავაბრალებ - აქ ასეა მითითებული.

 

ყოველ წელიწადს, მორიგი ახნა-განმარტების შემდეგ, ჩემთვის ვიტყვი ხოლმე - აი, მომავლისთვის, დაბნეულობა რომ აღარ იყოს, მოვიფიქრებ რამეს! მერე აღარ მივყვები ტვინის ხვეულებს და ამასობაში, ერთი წელიც თვალის დახამხამებაში გადის... თან, არ ვიცი, რა უნდა მოვიფიქრო?!

 

ერთიცაა - 17 ოქტომბერს, 2007 წელს, ჭადრაკის სასახლეში, ოფიციალურად დავაარსეთ „გურამ შარაძის საზოგადოება“.

 

ასე რომ, გარდა მამაჩემის დაბადების დღისა,17 ოქტომბერი მისი საზოგადოების დაარსების დღეც არის, რომლის სახელს, ავად თუ კარგად, ეს გვერდიც ატარებს, რომელიც ერთმა კარგმა ქალბატონმა შექმნა, მერე წავართვი და დავისაკუთრე.

 

თუმცა, მთავარი ისაა, რომ არავის აწუხებს ეს „გაუგებრობა“ - არც თქვენ, არც მე! ყოველ წელიწადს, გულით მილოცავთ და ასევე გულით ვიღებ კეთილ სიტყვებს, ზოგჯერ, ცრემლებიც წამსკდება ხოლმე... ამაზე ბედნიერება არაფერია.

 

17 ოქტომბერი სიხარულის დღეა!

 

მამაჩემის დაბადების დღე ჩემი დაბადების დღეცაა. ის რომ არა, სად ვიქნებოდი მე?!“ - წერს შარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner