logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: ფრთხილად მეგობრებო, ომი რუსეთთან არ დამთავრებულა!
- +

17 ოქტომბერი. 2018. 13:55

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ფრთხილად მეგობრებო, ომი რუსეთთან არ დამთავრებულა!

 

როცა დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების სერიალს და გააფრთებულ, ყოველ საზღვარს გადაცილებულ, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ „კამპანიას“ უყურებთ „რუსთავი 2“-ზე, ხომ არ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის საფარქვეშ, გარედან დაგეგმილი, ქვეყნის დესტაბილიზაციის სცენარია?

 

თან ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ტელევიზიის უკან დგას „კრემლისთვის სასარგებლო იდიოტი“ (როგორც მას დასავლეთში უწოდებენ) მ. სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, წამოაყენებინეს პიროვნება, რომელიც მუშაობდა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არსებულ, გასაიდუმლოებულ „კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში“ (КГБ-ს ნომენკლატურა)!

 

ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე:

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარტექნოლოგები ვიტალი შკლიაროვი და მაქსიმ კაცი ეხმარებიან, რომელთა უკან რუსეთის ФСБ დგას, თავისი მძლავრი ტექნიკური სამსახურებით, ფინანსებით და საქართველოში არსებული აგენტურით! ეს პიარტექნოლოგები პრეზიდენტ პუტინის ნათლულს, ქსენია სობჩაკს 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდნენ, ძირითადად რეალური ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით!

 

შეგახსენებთ! - რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2008 წლის 6 თებერვალს და ომის პერიოდში რუსეთთან ძირითადი საკონტაქტო პირი იყო, როგორც ჩანს, ომის პერიოდის „დამსახურებებისთვის“ 2008 წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ისე, რომ რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა 2010 წლის 23 ივნისამდე!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალარი მოძრაობამ“ საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი: საწარმოები, ელქტროსადგურები და დედაქალაქის წყალმომარაგებაც კი რუსებს გადასცა!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალარი მოძრაობამ“ საქართველოდან გაყვანილი რუსეთის სამხედრო ბაზები უკან დააბრუნა! რითაც მისი პოზიციები გააძლიერა რეგიონში და შეაფერხა ჩვენი NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალარი მოძრაობამ" 2007 წლის აპრილში (ომამდე 1 წლით ადრე) აღადგინა 1990 წელს უზენაესი საბჭოს მიერ გაუქმებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქი“ თანაც გაფართოებულ საზღვრებში, რომლის ფარგლებშიც ოკუპანტები აშენებენ მავთულხლართებს და იტაცებენ ადამიანებს!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძე და მისი „ნაციონალარი მოძრაობა“ 2008 წლის 8 აგვისტოს სანამ რუსებმა სამაჩაბლოს მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაიკავეს და ჩვენი ქალაქების დაბომბვა არ დაიწყეს რუსეთის კონფლიქტში მონაწილეობას საზოგადოებას და მსოფლიოს უმალავდნენ. გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ამართლებდა და ამბობდა, რომ კომფლიქტის „პროვოცირება ოსური მხარის და კერძოდ კოკოითის თვითშემოქმედება იყო და ამისთვის რუსული მხარეც კი არ იყო მზადო“!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალარი მოძრაობამ“ 2008 წლის 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც წერია „7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. (ანუ, ომი ქართველებმა დაიწყესო), რითაც რუსეთს თავის მართლების საფუძველი მისცა!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალარი მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე 52530 განაცხადია შესული (ქონების და ბიზნესის წართმევა, წამება, უკანონო პატიმრობა და ა.შ.)!

 

შეგახსენებთ! - გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალარი მოძრაობამ“ 2009-2012 წლებში დაპატიმრების მუქარით, მარტო საპროცესო შეთანხმებებით მოსახლეობას 140 მილიონი ლარი წაგლიჯა, რის გამოც ათასობით ოჯახი გაუბედურდა და უსახლკაროდ დარჩა. 2012 წლის „გაერო“-ს მონაცემებით საქართველოში 80 ათასზე მეტი უსახლკარო ოჯახი იყო!“ - წერს გაჩეჩილაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner