logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე: ოქუაშვილმა თვითონ მოხია ლონდონში, ესენი აქ აყვირა, ბოლოს აიხდინა საწადელი და...
- +

18 ოქტომბერი. 2018. 10:25

 

დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

 

„იყო არა და იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი „ბიზნესმენი“ ოქუაშვილი, რომელიც არ იხდიდა გადასახადებს (51 000 000 ლარი), ჰქონდა ბანკის ვალი (84 000 000 ლარი), ჰქონდა ტელევიზია „იბერია“ რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდებოდა, თუმცა ასე პირდაპირ ვერ დახურავდა.

 

ამ ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ მიეყიდა მიშას ძვირად!!!

 

ატეხა სკანდალი ბიზნესს ავიწროვებენ თავისუფალი ტელევიზიის გამოო, იყვირა, აყვირა, იყვირა, აყვირა. თვითონ მოხია ლონდონში ესენი აქ აყვირა, ბოლოს აიხდინა საწადელი და შიდა სკანდალების გარეშე მშვიდად დახურა ტელევიზია.

 

თავისთვის: ვალებს გაექცა, ფული მიშაზე მიყიდვაში იშოვა, დახურა ტელევიზია.

ქართველი საზოგადოებისათვის: დაიწყო ბიზნესის ტერორი, ტელევიზია დაიხურა, შეავიწროვეს.

ევროპისა და ამერიკისათვის: „ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს, ტელევიზიებს ხურავს!!!

ჭირი იქა,

ლხინი აქა,

ქატო იქა,

ფქვილი აქა!“, - წერს ბაკურ ბაკურაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner