logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა ამ წინასაარჩევნო საგიჟეთის ფონზე, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
- +

19 ოქტომბერი. 2018. 03:31

 

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გემახსოვრებათ, ალბათ, სპეცოპერაციის კადრები „ბასიანსა” და „გალერიში”. ნარკოტიკების რაოდენობაც გემახსოვრებათ, რომელიც იატაკზე ეყარა და კამერამ მსხვილი კადრებით გვაჩვენა.

თურმე, ნუ იტყვით და, ციტრამონი და პარაცეტამოლი ყოფილა და სპეცრაზმით შეშენებულ კლაბერებს დაბნეულობის გამო დაუყრიათ იატაკზე.

 

მოკლედ, კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა ამ წინასაარჩევნო საგიჟეთის ფონზე, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ერთის მხრივ კარგია. არც თეატრი გჭირდება და არც ფილმების ყურება.

ყოველდღე გამზადებული ფანტასტიური სიუჟეტებია. გაერთობოდა კაცი, საქმე რომ არ ფუჭდებოდეს.” – წერს მანჯავიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner