logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: 50 წელს გადაცილებულ ოჯახის კაცს პროვოკატორ-აგენტის მიერ ჩაწერილი აუდიოჩანაწერის საფუძველზე 17 წელს უსჯიდით!..
- +

19 ოქტომბერი. 2018. 12:32

 

„შე ნაძირალავ- შენი პროკურორობის დროს ს/ს კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, დანაშაულის მსგავსის გაფიქრებაც კი დანაშაულად ეთვლებოდა ადამიანს და უმკაცრეს, შეკრებით სასჯელებს არიგებდით თქვენს ნაძირალა ფსევდო-მოსამართლეებთან ერთად!“ - ასე მიმართავს ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„...ჩემს უახლოეს ადამიანს, ჩემს ოჯახის წევრს თქვენგან მიგზავნილმა პროვოკატორებმა, ჯერ მათ მიერვე სუფრაზე მიპატიჟებულს ღვინოში ე.წ. „ენის გასახსნელი“ უბედურება ჩაუყარეს, შემდეგ ათასი სისულელე ალაპარაკეს და ბოლოს „ძმაკაცურად“ გაუგორეს: ეგ საქმე თუ კარგად დამთავრდება, ბავშვის სასწავლებელში გადასახად ფულს მაინც „ჩაგახუტებთო“...

 

არც ფული ყოფილა და არც მეტი არაფერი - მეორე დღეს კაცი სამსახურში, საკუთარ სამუშაო ადგილზე დაიჭირეთ - გუშინდელი ქრთამის შემოთავაზება დღეს დილითვე ე.წ. „ო-დე-ერს“ რომ არ მოახსენე, ქრთამი გაქვს აღებული უკვეო და 50 წელს გადაცილებულ ოჯახის კაცს იმ შენი ნაძირალა პროვოკატორ-აგენტის მიერ აუდიოჩანაწერის საფუძველზე 17 წელს უსჯიდით - ჯგუფურად ქრთამი აიღესო!

 

ექვსი წელი მაინც მიუსაჯეთ, სამ წელზე მეტი მაინც ამყოფეთ უდანაშაულო კაცი ჯერ გლდანში და შემდეგ კოლონიაში....

 

თქვენი სისხლი კი გაშრა, თქვენი, ჰა! (ჩათვალე, რომ კახურად გადავთარგმნე ეს წინადადება!)...!!!

 

გვარამია ციხეში, აუცილებლად ციხეში!!!...

 

ციხეში, ოღონდ „საქათმეში“!!!...“ - წერს ყარაულაშვილი.

 

https://marshalpress.ge/archives/200324

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner