logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: მსოფლიო არ ივიწყებს ნაციზმის და ფაშიზმის მსხვერპლთ! არც ჩვენ დავივიწყებთ!
- +

21 ოქტომბერი. 2018. 02:03

 

მსოფლიო არ ივიწყებს ნაციზმის და ფაშიზმის მსხვერპლთ! ჩვენც არ დავივიწყებთ და ყოველდღიურად შეგახსენებთ, რა ჩაიდინეთ, თქვენ პათოლოგებო! აუცილებლად აგკრძალავთ მწამებელთა სექტას!“ - ასე მიმართავს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სოციალური ქსელის მეშვეობით:

 

„მოკლედ, ასეთი ამბავია:

 

ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გააუქმოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმი „იად-ვაშემი“ იერუსალიმში!

 

გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დახუროს ყველა მუზეუმი ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ტერიტორიებზე!

 

მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაუქმდება ნაციზმის და ფაშიზმის მსხვერპლთა მუზეუმები და მემორიალები!

 

ადამიანები, ვინც იბრძოდნენ ნაციზმის და ფაშიზმის წინააღმდეგ, გამოცხადდებიან კაცობრიობის მტრებად, ხოლო ჰიტლერის და მუსოლინის თანაპარტიელები, მათი შვილები და შვილიშვილები - რეპრესიების მსხვერპლად; ისინი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებენ!

 

გერმანიის ყველა დიდ ქალაქში აღიმართება ჰიტლერის ძეგლები, ხოლო რომის მთავარ მოედანს დაამშვენებს მუსოლინის მონუმენტური ქანდაკება ჩახუტებული კლარა პეტაჩით!

 

ჰა, „ნაცებო“, როგორია? მოგეწონათ, დამპლებო?

 

ვინმეს წარმოუდგენია, რომ ასე მოხდება? ნურას უკაცრავად!

 

მსოფლიო არ ივიწყებს ნაციზმის და ფაშიზმის მსხვერპლთ!

 

ჩვენც არ დავივიწყებთ და ყოველდღიურად შეგახსენებთ, რა ჩაიდინეთ, თქვენ პათოლოგებო! აუცილებლად აგკრძალავთ მწამებელთა სექტას!

 

საქართველო აღარასოდეს იქცევა მანიაკი მკვლელების სათარეშოდ!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner