logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: დღეს ჩემთვის პირველი რიგის ამოცანაა მანიაკების არდაბრუნება!
- +

6 ნოემბერი. 2018. 00:40

 

 

„თავის მოტყუებამ, ტყუილმა და რეალობის შეფერადებებმა მიიყვანა ამპარტავნობამდე მმართველი პარტია, რომლის გამოც დღეს ივანიშვილს უწევს პრობლემების აღიარება“ - წერს ჟურნალისტი გიორგი უძილაური და ოცნების „ძველ გვარდიას“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

 

 

„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ვუსმინე. ოცნების 6 წლიანი მმართველობის შემდეგ კვლავ 2012 წლის "ძველი გვარდია" უნდა დადგეს ქვეყნის ნაციზმიზგან დამცველთა ავანგარდში. არა "ქართული ოცნების" ლიდერშიპი, არამედ ამ წლების განმავლობაში ოცნებისგან დავიწყებული და ჩარეცხილი მებრძოლები უფრო სანდო ძალაა.

...იმიტომ რომ ამ "ძველ გვარდიას" ამოძრავებდა იდეა და არა პრივილეგიები, იმიტომ რომ 2011-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდნენ საკუთარი თავისუფლების და სიცოცხლის გაწირვით, იმიტომ რომ საკუთარი გადადეს საზოგადოს გამო. ეს ვერ გააკეთა ოცნების ბევრმა დღევანდელმა სახემ, ბევრს არ აღმოაჩნდა "ჯიგარი" საკუთარი დაეთმოთ საზოგადოსთვის და ამიტომ ვერ აიტანეს გულანთებული მოქალაქეების გვერდში ყოფნა, მათი იგნორი არჩიეს.

 

პარადოქსია, ნაცებთან და მედროვეებთან კოჰაბიტაცია არჩიეს იმ ადამიანებთან კოჰაბიტაციას, რომლებიც უანგაროდ დაუდგნენ გვერდში ივანიშვილს და რომლებმაც დაამარცხეს ნაცების ლიდერი. ამ ადამიანებმა დაამხეს ნაცების ტირანია და არა ოცნების დღევანდელმა პოლიტიკოსებმა.

 

სულ არაა გასაკვირი, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილმა სამჯერ არ მიმართა "ძველ გვარდიას", ოცნების ხელმძღვანელობა არც აღიარებდა ამ პრობლემას... ხალხთან და პირველ რიგში, ძველ მებრძოლებთან კომუნიკაციის პრობლემას.

 

თავის მოტყუებამ, ტყუილმა და რეალობის შეფერადებებმა მიიყვანა ამპარტავნობამდე მმართველი პარტია, რომლის გამოც დღეს ივანიშვილს უწევს პრობლემების აღიარება. საქმე აქამდე არ მივიდოდა ოცნების პოლიტიკოსებს ადრევე რომ ეღიარებინათ შეცდომები ხალხთანაც და ივანიშვილთანაც. სირაქლემობამ და მაამებლობამ სიტუაცია ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა _ ოცნება გადაიქცა ელიტად, რომელშიც ბევრი მტრად რაცხავდა "ძველი გვარდიის" იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ კრიტიკით მიენიშნებინათ არასწორ გზაზე. ამ კრიტიკას ჯერ შიდაგუნდური, არასაჯარო სახე ქონდა, მაგრამ "გუნდურობა" ცალმხრივი აღმოჩნდა, "ძველი გვარდიის" წარმომადგენლები თავს თვლიდნენ გუნდის წევრებად, და როგორც გუნდის წევრებს მიმართავდნენ თანამდებიბებზე მყოფთ, მაგრამ გრძნობდნენ რომ თანამდებობაზე მყოფებს უკვე სხვა გუნდი ჰქონდათ, ისინი განსაკუთრებული "ნამდვილები" იყვნენ, კრიტიკოსები კი...ინტრიგანები, ჩასაფრებულები და დაბოღმილები. ამას ნიშნისმოგებით არ ვწერ, ვწერ ისევ როგორც გაფრთხილებას ოცნების დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის _ მოუსმინეთ იმ ადამიანებს ვინც უანგაროდ იბრძოდა თავისუფლებისვის, მოუსმინეთ ივანიშვილს, რომელიც დღეს ცდილობს თქვენი პრობლემების გამოსწორებას. მოუსმინეთ და ნუ გეშინიათ სიმართლის თქმის მისთვისაც და ხალხისთვისაც. პრობლემის აღიარება სისუსტე არაა.

 

მეც "ძველ გვარდიაში" ვითვლები, მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები ამპარტავნებაში ჩაფლული და ქვეყნის საფრთხის წინაშე მიმყვანი ოცნების პოლიტიკოსების მიმართ და არც დამიმალავს ეს. საერთოდ არ მადარდებს, ეწყინებათ თუ არა, იმიტომ რომ რუბიკონი გადალახულია. დღეს მეც და "ძველი გვარდიის" დანარჩენი წევრები ვდგავართ უშუალო საფრთხის პირისპირ და გვაქვს მხოლოდ საკუთარი ნების და თვითორგანიზების იმედი. ოცნებაც და სალომეს პრეზიდენტობაც დღეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, დღეს ჩემი პირველი რიგის ამოცანაა მანიაკების არდაბრუნება. პარტია არაფერია ხალხის გარეშე და ამ ხალხმა უნდა დაიბრუნოს პარტია და ამაში უნდა ჩაერთოს ყველა და დაუყოვნებლივ, როგორც კი არჩევნები დასრულდება, ოცნების ხელმძღვანელობას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ ერთხელაც გადაატარებს პრობლემას და ყველაფერი ძველებურად იქნება, ძველებურად გაგრძელდება ადამიანების გამოყენება და მერე მათ ზარებზე არ პასუხი და დაიგნორება, ჩაკეტვა და საკუთარი "სხვაზე ჭკვიანობით" ტრფობა. მართლა მჯერა, რომ ივანიშვილი სერიოზულ ცვლილებებს ჩაატარებს მმართველ პარტიაში, იმიტომ რომ სხვა გზა არაა. მაგრამ ერთი წელი ბევრია, საჭიროა ამ ყველაფრის უფრო მოკლე ვადებში გატარება. მაგრამ მხოლოდ ივანიშვილს, საზოგადოების ჩართულობის გარეშე გაუჭირდება.

 

ახლა არ მინდა წერა იმ პერსპექტივაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ ნაცებმა მოიგეს მეორე ტური. დადგება სხვა მოცემულობა და სხვა ამოცანები. კვლავ მეცოდინება ვინ არის მტერი და კვლავ გავალ საპროტესტო აქციებზე "ძველგვარდიელ" თანამებრძოლებთან ერთად, კვლავ ერთად გადავივლით 7 ნოემბრებს და დარბევებს, კვლავ დაველოდებით გარდამტეხ მომენტს და კვლავ დავამარცხებთ ჯალათების პარტიას, მთავარია, რომ მეცოდინება, რომ ვიდგები მათ გვერდში, ვინც მედროვე არაა, ვისაც შეუძლია თავის გაწირვა ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის და არ ეშინია სიმართლის თქმის“ - წერს გიორგი უძილაური.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner