logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ქართლის დედას რკინის ნერვები აქვს! ცუდად ნუ ეთამაშებით!
- +

6 ნოემბერი. 2018. 02:57

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ქართლის დედას რკინის ნერვები აქვს და ცუდად ნუ ეთამაშებით. და ერს, რომელსაც ყავდა და ყავს მარადიული ილია ჭავჭავაძე, უკეთეს დამრიგებელს და ჭკუის მასწავლებელს სხვაგან აღარ უნდა ეძებდეს, ჰკითხეთ, რაც გინდათ და ყველაფერზე გიპასუხებთ...

 

ეს ლექსი, როცა მასწავლეს, უბრალოდ დავიზეპირე, ახლა გული ამიფეთქდა და შემაზანზარააა!!!

 

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა

 

უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;

 

დედის ნანასთან ქვითინი მთისა

 

მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

 

გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,

 

კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა

 

სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,

 

თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

 

მითხარ, სადღაა მამაპაპური

 

მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,

 

სახელისათვის ამაყი თრთოლა,

 

მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

 

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,

 

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

 

მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...

 

ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

 

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

 

ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...

 

აქ არის, დედავ, შენი მაღალი

 

დანიშნულება და საღმრთო ვალი!

 

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

 

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

 

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

 

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

 

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

 

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...

 

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

 

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

 

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

 

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

 

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

 

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული." - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner